ლატვიას საქართველოსთან წამყვანი მცველი დააკლდება
ლატვიას საქართველოსთან წამყვანი მცველი დააკლდება

ყაზახეთის და საქართველოს ნაკრებებთან ერთა ლიგის თამაშებამდე, ლატვიის ეროვნულ ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე, მარჯვენა მცველი, ვლადისლავ გაბოვი დააკლდა.

„სამწუხაროდ, ლატვიის ეროვნულ ნაკრებს მომავალ თამაშებში ვერ დავეხმარები, რადგან მცირე ტრავმა მაწუხებს, რაც მოედანზე გასვლასა და ვარჯიშში ხელს მიშლის,“ – ამბობს გაბოვი.

31 წლის მცველი ამჟამად „რიგასში“ გამოდის. აქამდე ის ლატვიის, ასევე ესტონურ TFMK-ში, რუსული „სოკოლში“, პოლონური „კორონასა“ და კვიპროსულ „პაფოსში“ თამაშობდა. ვლადისლავ გაბოვმა ლატვიის ეროვნული ნაკრებში 37 მატჩი ჩაატარა. ერთა ლიგის სექტემბრის მატჩები ანდორისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ კი სრულად ითამაშა.