ლატვიას გოლი ჯაბა კანკავამ გაუტანა | ლატვია 0:1 საქართველო

საქართველოს ნაკრები ლატვიას 1:0-ს ამარცხებს. მეხუთე წუთზე ყაზაიშვილის გაფუჭებული პენალტის შემდეგ, საქართველოს ნაკრები შორეული დარტყმით, გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ დააწინაურა.

ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველო ლატვიას სტუმრად, რიგაში, დაუგავა არენაზე ეთამაშება.

სამი ტურის შემდეგ „ჯვაროსნების“ ანგარიშზე სამი გამარჯვება და ცხრა ქულაა.