ლატვიამ ყაზახეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

09:53, 05.10.2018

ერთა ლიგაში ყაზახეთთან (13 ოქტომბერი) და საქართველოსთან (16 ოქტომბერი) საშინაო მატჩებისთვის ლატვიის ნაკრების ფინელმა მწვრთნელმა მიკსუ პაატელაინენმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები – ანდრის ვანინსი (ციურიხი, შვეიცარია), პაველს სტეინბორსი (არკა, პოლონეთი), კასპარს იკსტენსი (რფს)

მცველები – კასპარს დუბრა (რიგა ფს), ვლადისლავს გაბოვსი (რიგა), ვიტალის იაგოდინსკისი (ვენტსპილსი), გინტს ფრეიმანისი (სპარტაკსი), ვიაჩესლავს ისაევსი (რიგას ფს), ვიტალის მაქსიმენკო (ოლიმპია, სლოვენია), მარჩის ოსი (ქსამაქსი, შვეიცარია), ანტონს კურაკინსი (რიგა);

ნახევარმცველები – ალექსანდერს ფერტოვსი (რიგას ფს), ივანს ლუკიანოვსი (რიგა), დავიდ იკაუნიეკსი (იაბლონეცი, ჩეხეთი), იგორს ტარასოვსი (შლიონსკი, პოლონეთი), გლებს კლუსკინსი (რიგას ფს), რიტვას რუგინსი (ვენტსპილსი), ანდრის ციგანიკსი (კამბური, ჰოლანდია);

თავდამსხმელები – ვლადისლავს გუტკოვსკისი (ტერმალიცა, პოლონეთი), დენის რაკელსი (რიგა), რობერტს სავალნიეკსი (რიგას ფს), არტურს კარასაუსკსი (აკჟაიკი, ყაზახეთი), ვალერის საბალა (პოდბესკიძიე, პოლონეთი).

ლატვიის ნაკრებს D ლიგის I ჯგუფში, ორი ტურის შემდეგ, ერთი ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

მსგავსი