ლატვიამ დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში საფრანგეთი დაამარცხა #1TVSPORT
ლატვიამ დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში საფრანგეთი დაამარცხა #1TVSPORT

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე დღეს რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელთა შორის ყველაზე დაძაბული და საინტერესო ლატვიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების დაპირისპირება იყო.

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საფრანგეთის ეროვნული გუნდი რთული გამომწვევის წინაშე იდგა, რადგან კანადასთან ჯგუფის პირველი მატჩი დათმო და მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ებრძოლა.

ფრანგებმა პირველი მეოთხედი აქტიურად დაიწყეს და შესაბამისი შედეგით დაასრულეს – 33:26. მეორე მეოთხედში ბალტიისპირელებმა თამაში გამოასწორეს – 23:20 ლატვიის სასარგებლოდ. საფრანგეთმა მესამე მეოთხედი შესანიშნავად ჩაატარა, 21:13 მოიგო და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო. თუმცა ლატვიის ეროვნულმა გუნდმა საოცარი შემართება და პროფესიონალიზმი აჩვენა – ბალტიისპირელებმა ბოლო მეოთხედში მრავავალქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და საბოლოოდ უმნიშვნლოვანესი გამარჯვება იზეიმეს – 88:86. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ფრანგი ფურნიე იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 ქულა მოუტანა. ჯგუფში პირველ ადგილებს ლატვია და კანადა იყოფენ.

27 აგვისტო – მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელი მატჩების შეედეგები

ლატვია – საფრანგეთი 88:86

დომინიკელთა რესპუბლიკა – იტალია 87:82

გერმანია – ავსტრალია 85:82

მონტენეგრო – ეგვიპტე 89:74

კანადა – ლიბანი 128-73

ანგოლა – ფილიპინები 80:70

იაპონია – ფინეთი 98:88

ლიტვა – მექსიკა 96:66