ლატვია ოფიციალურად გამოვიდა პარიზის თამაშებში რუსი სპორტსმენების მონაწილეობის წინააღმდეგ #1TVSPORT

08:59, 06.08.2023
BEIJING, CHINA - FEBRUARY 04: Flag bearers Lauris Darzins and Eliza Tiruma of Team Latvia lead their team out during the Opening Ceremony of the Beijing 2022 Winter Olympics at the Beijing National Stadium on February 04, 2022 in Beijing, China. (Photo by David Ramos/Getty Images)

ლატვიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, იანის ბრუქსმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება პარიზის ოლიმპიადაზე თუნდაც ნეიტრალური სტატუსით რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გამოსვლას.

2023 წლის მარტში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა რეკომენდაცია გასცა, რუსი და ბელარუსი ათლეტები მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით დაუშვან საერთაშორისო ტურნირებზე. ამასთან, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, გამოვლენ თუ არა რუსები და ბელარუსები პარიზის ოლიმპიადაზე.

„ნეიტრალური დროშა არანაირად არ ცვლის ამ ქვეყნების სტატუსს, რადგან ვერცერთი სპორტსმენი ვერ მოემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. რუსეთში სპორტი და პოლიტიკა ყოველთვის განუყოფელი იყო“, – განაცხადა ბრუქსმა.

ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე ჩატარდება.

მსგავსი