ლასლო ბოლონი - მუდამ მომღიმარი მიქაუტაძე „აიაქსიდან“ საკუთარ თავში ჩაკეტილი დაბრუნდა #1TVSPORT
ლასლო ბოლონი - მუდამ მომღიმარი მიქაუტაძე „აიაქსიდან“ საკუთარ თავში ჩაკეტილი დაბრუნდა #1TVSPORT

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლანსთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ გიორგი მიქაუტაძეზე (ქართველმა თავდამხსმელმა ამ მატჩში დუბლი შეასრულა) ისაუბრა. რუმინელი მწვრთნელის თქმით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „აიაქსიდან“ დაბრუნების შემდეგ ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში იყო.

„ეს გამარჯვება ციდან ჩამოვარდა. საწყისი 20 წუთის განმავლობაში მოედნის ცენტრში სუსტად ვთამაშობდით, მეტოქეს ხშირად სისწრაფეებშიც ჩამოვრჩებოდით, მაგრამ მეორე ტაიმში ვითარება გამოვასწორეთ.

როდესაც გიორგი მიქაუტაძე ჩვენგან ამსტერდამის აიაქსში“ წავიდა, ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჰქონდა. ნიდერლანდების ჩემპიონატში საქმეები კარგად ვერ აეწყო და იქ გატარებულმა დრომ მასზე უარყოფითად იმოქმედა – ადრე მუდამ მომღიმარი ბიჭი იყო, რომელიც სულ ხუმრობდა, „აიაქსიდან“ კი რაღაცნაირად საკუთარ თავში ჩაკეტილი დაბრუნდა, დამრჩა შთაბეჭდილება, თითქოს ამ ოთხ თვეში 5-6 წელი მოემატა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მოთხოვნები გიორგისთვის უცხო არ იყო, დაბრუნების შემდეგ ადაპტაციისთვის დრო მაინც სჭირდებოდა, ვფიქრობ, ეს პერიოდი უკვე გადალახა და შედეგებს ყველანი ვხედავთ“, – განაცხადა „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა.