ლასლო ბოლონი - გიორგი მიქაუტაძე შვილივით მიყვარს, ის ძალიან ემოციურად დამემშვიდობა #1TVSPORT
ლასლო ბოლონი - გიორგი მიქაუტაძე შვილივით მიყვარს, ის ძალიან ემოციურად დამემშვიდობა #1TVSPORT

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ კვირას „რეიმსთან“ ფრედ (2:2) დასრულებული თამაშის შემდეგ გუნდიდან წასული გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

„მეცის“ შემადგენლობაში ქართველმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა, ხოლო სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა.

რუმინელმა სპეციალისტმა მიქაუტაძის ადამიანური თვისებების შესახებ ძალიან დადებითად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ემოციურად დაემშვიდობა.

„მიქაუტაძე ჩემთვის შვილივით იყო და ძალიან მიყვარდა. ის გუნდიდან წავიდა, რამაც გული დამწყვიტა, თუმცა ეს ლოგიკურია, რადგან ცხოვრება ასეა მოწყობილი. ის „მეციდან“ უფრო ამბიციურ კლუბში გადავიდა.

გიორგისგან მობილურზე ისეთი ემოციური და ამაღელვებელი ტექსტური შეტყობინება მივიღე, არ შემიძლია, მადლობა საჯაროდ არ გადავუხადო. მას ბედნიერებას და წარმატებებს ვუსურვებ.

რაც შეეხება „რეიმსთან“ შეხვედრას, დღეს ფრით უნდა დავკმაყოფილდეთ. სასიხარულოა, რომ სატრანსფერო „ფანჯარა“ დასრულდა, შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ, რადგან უკვე ვიცით, როგორი რესურსი გვაქვს“, – განაცხადა „მეცის“ მწვრთნელმა.