ლაშა ტალახაძეს ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო გადაეცა [ვიდეო] #1TVSPORT
ლაშა ტალახაძეს ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო გადაეცა [ვიდეო] #1TVSPORT

ლაშა ტალახაძე 2023 წლის საუკეთესო ძალოსნად ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა დაასახელეს.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, სადაც ხვალიდან ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.

კონტინენტის პირველობაზე ქართველი ძალოსნების ასპარეზობის პირდაპირი ეთერის ხილვა საქართველოს პირველ არხზეა შესაძლებელი.

შეჯიბრების განრგი თბილისის დროით:
13 თებერვალი 16:00 სთ რამინ შამილიშვილი / გოდერძი ბერდელიძე – 55 კგ.
13 თებერვალი 22:00 სთ შოთა მიშველიძე – 61 კგ.
14 თებერვალი 22:00 სთ გოგა ჩხეიძე – 67 კგ.
15 თებერვალი 14:00 სთ არჩილ მალაყმაძე – 73 კგ.
18 თებერვალი 22:00 სთ ზურაბ მსხალაძე – 96 კგ.
19 თებერვალი 16:00 სთ ირაკლი ჩხეიძე – 102 კგ.
19 თებერვალი 19:00 სთ ზაზა ლომთაძე – 109 კგ.
19 თებერვალი 22:00 სთ მარიამ მურღვლიანი – 87 კგ.
20 თებერვალი 15:00 სთ ანასტასია გოტფრიდი +87 კგ.
20 თებერვალი 18:00 სთ ლაშა ტალახაძე / ბაქარ თურმანიძე +109 კგ.