ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

კიდევ ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი – ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანმა ქართველმა ძალოსანმა 200 და 210 კილოგრამი დაძლია და ატაცში გამარჯვება მოიპოვა.

ლაშა ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება კი მსოფლიო ჩემპიონატამდე გადადო. შესანიშნავად იასპარეზა ირაკლი თურმანიძემაც. ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა (185, 190, 192) და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება.