ლაშა ტალახაძე - რეაბილიტაციას გავდივარ, ჩემი მთავარი მიზანი პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა #1TVSPORT
ლაშა ტალახაძე - რეაბილიტაციას გავდივარ, ჩემი მთავარი მიზანი პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა #1TVSPORT

ლაშა ტალახაძემ პირველი კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა ბულგარეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის შესახებ, რომელშიც ტრავმის გამო არ მონაწილეობდა.

ლაშა ტლახაძე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო გადასცეს. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულის თქმით, მისი მიზანი ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა და ამიტომ არ გარისკა.

„სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მივიღე ტრავმის გამო, რომელიც არც ისე მსუბუქია, მაგრამ უკეთესობა არის და რეაბილიტაციას გავდივარ. აქედან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატამდე ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ მეასპარეზა. წინ პარიზის ოლიმპიური თამაშებია და წელს ჩემი მთავარი მიზანი სწორედ იქ წარმატებული გამოსვლაა“, – ამბობს ლაშა ტალახაძე.

ქართველი ძალოსნები სოფიიდან დაბრუნდნენ, სადაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მათ აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ჟურნალისტები დახვდნენ. ბულგარეთში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა, რომელთაგან ხუთი მამაკაცთა ანგარიშზეა, ხოლო სამი ქალების. გარდა ამისა, მამაკაცთა ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა.