ლაშა ტალახაძე ლაშა ბექაურის ოლიმპიურ ჩემპიონობას გამოეხმაურა #1TVSPORT
ლაშა ტალახაძე ლაშა ბექაურის ოლიმპიურ ჩემპიონობას გამოეხმაურა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაურის ბრწყინვალე გამარჯვებას მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„გიჟი ხარ ძმაო“, – ასე მიმართა საკუთარი სოცქსელიდან ლაშა ტალახაძემ ლაშა ბექაურს.

შეგახსენებთ, რომ ტალახაძე 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, ტოკიოში კი, ოლიმპიურ ფიცარნაგზე 4 აგვისტოს გამოვა.