ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსანია #1TVSPORT

10:16, 23.05.2022

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად ლაშა ტალახაძე 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.

გამოკითხვის ფორმატით საუკეთესო პირველად გამოვლინდა და ეს გადაწყვეტილება ევროპის ძალოსნობის ფედერაციის საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი 28 მაისს დაიწყება და რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი