ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსანია #1TVSPORT
ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსანია #1TVSPORT

მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის საუკეთესო ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს 2022 წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო ერევანში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გადაეცა.

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფორმატი შეიცვალა და ამიერიდან საუკეთესო სპორტსმენს, გულშემატკივრების ნაცვლად, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები დაასახელებენ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლაშა ტალახაძე საუკეთესოდ უკვე საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა აღიარეს.

16 აპრილიდან ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.