ლაშა ტალახაძე - დიდხანს ველოდი ამ დღეს, მადლობა გულშემატკივრობისთვის [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურმა ტოკიოდან მოგვაწოდა ვიდეო, რომელშიც ოქროს მოპოვების შემდეგ ლაშა ტალახაძის კომენტარია.

ქართველი ძალოსანი, რომელმაც ოლიმპიადა ზედიზედ მეორედ მოიგო, გულშემატკივარს მადლობას უხდის:

„ოლიმპიური ოქროს მედალი მეორედ მოვიპოვე, ძალიან გახარებული ვარ. დიდი ხნის განმავლობაში მოუთმენლად ველოდი დღევანდელ შეჯიბრებას და ბოლოსდაბოლოს დადგა ეს ნანატრი წუთი. დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივარს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს ჩემპიონობაში.“