ლაშა შინდაგორიძე - მიხარია, რომ 10 თვიანი პაუზის შემდეგ გავიტანე
ლაშა შინდაგორიძე - მიხარია, რომ 10 თვიანი პაუზის შემდეგ გავიტანე

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა საბურთალომ გასვლაზე ლოკომოტივი 3:1 დააამარცხა.

ამაში დიდი როლი ლაშა შინდაგორიძემ შეასრულა, რომელმაც მე–16 წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრა, 63–ე წუთზე მასპინძელთა კარი მეორედ აიღო და დუბლი შეასრულა და სტუმართა მოგება განაპირობა 1:3.

ლოკომოტივთან გამარჯვებაზე კომენტარი საბურთალოს ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა შინდაგორიძემ გააკეთა.

„კარგა ხნის განმავლობაში ვმკურნალობდი, ახლა მოვმჯობინდი და ნელ-ნელა ვიბრუნებ სპორტულ ფორმას. დაახლოებით 10 თვიანი პაუზის შემდეგ, ოფიციალურ შეხვედრაში გოლი პირველად ლოკომოტივთან გავიტანე, რითაც ძალიან გახარებული ვარ. სასიამოვნოა, რომ ჩემს გოლებთან ერთად გამარჯვებაც მოვიპოვეთ და მორიგი 3 ქულა ავიღეთ” – ამბობს საბურთალოს ფეხბურთელი ლაშა შინდაგორიძე.