ლაშა შერგელაშვილი „ტორპედოდან“ „სამგურალში“ გადავიდა #1TVSPORT
ლაშა შერგელაშვილი „ტორპედოდან“ „სამგურალში“ გადავიდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა შერგელაშვილმა დატოვა და კარიერას წყალტუბოს „სამგურალში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „სამგურალის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„წყალტუბოს „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედოდან“ 32 წლის გამოცდილი მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი დაიმატა. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალწვეულს გუნდთან ერთად“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

შერგელაშვილს ეროვნული ლიგის არაერთ კლუბში უთამაშია. იყო „დინამოს თბილისის“, „სამტრედიის“, ბათუმის „დინამოსა“ და „თელავის“ ფეხბურთელი. 2017 დან 2020 წლამდე თამაშობდა საბერძნეთისა და ლატვიის ჩემპიონატებში.

შერგელაშვილი ბოლო სამი წლის განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. სამჯერ აქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონატი – ორჯერ „დინამო თბილისთან“ (2013-2014 წლებში), ერთხელ კი „სამტრედიასთან“ ერთად (2016 წელს). არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (2013-2014, 2014-2015 „დინამო თბილისი“, 2022 „ტორპედო“) და ორჯერ საქართველოს სუპერთასის (2014-2015, 2024) გამარჯვებული.

ამას გარდა, „რიგასთან“ ერთად იყო ლატვიის „ვირსლიგის თასის“ (2018) და „ზამთრის თასის“ გამარჯვებული (2017).