ლაშა შავდათუაშვილს პარიზში მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტის პრიზი გადაეცა #1TVSPORT
ლაშა შავდათუაშვილს პარიზში მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტის პრიზი გადაეცა #1TVSPORT

პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას ლაშა შავდათუაშვილს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტის პრიზი გადაეცა.

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა.

ქართული ძიუდოს ეს დიდი აღიარება შავდათუაშვილმა ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით დაიმსახურა.

ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ლაშა ძიუდოს თანამედროვე ლეგენდასთან, იაპონელ ონოსთან თანაბარ და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სწორედ ოლიმპიადაა, ქართველი სპორტსმენი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგის დაჯამებით საუკეთესოდ აღიარეს.