ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა, კოტე კაპანაძემ (73 კგ) და დიმიტრი გოჩილაიძემ (81 კგ) ფინალურ ბლოკში იასპარეზეს.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ბრინჯაოს მედლისთვის ბულგარელი მარკ ხრისტოვი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები წააგეს 20 წლის კოტე კაპანაძემ და 23 წლის დიმიტრი გოჩილაიძემ. კაპანაძე ესპანელმა კასეს როკამ დაამარცხა, ხოლო გოჩილაიძემ თავისი ბრძოლა მესამე ადგილისთვის გერმანელ ტიმო კაველიუსთან დათმო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.