ლაშა შავდათუაშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ლაშა შავდათუაშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს მედლების მოსაპოვებლად ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგან წარმატებულად გამოსვლა მხოლოდ ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) შეძლო.

ლაშა ფინალში გავიდა,სადაც აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამატებით დროში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

81 კგ-ში დღეს გამომსვლელი ორი ახალგაზრდა ძიუდოისტი – გიორგი შერაზადიშვილი და ზაურ დვალაშვილი შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. აღსანიშნავია, რომ 81 კგ-ში არაბთა გაერთიანებული ემირატების სახელით მოასპარეზე ქართველი, ნუგზარ ტატალაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლისმედალოსანი გახდა, ამავე წონაში ახალგაზრდა თემურ ნოზაძე კი მესამე ადგილზე გავიდა.