ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 27 ნოემბერს გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მედლისთვის ბრძოლაში სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი დაამარცხა.

 

ლაშას გზა ბრინჯაოს მედლამე საკმაოდ მძიმე გამოდგა. მან პირველი ბრძოლა მოლდოველ ადილ ოსმანოვს 11-წუთიან ბრძოლაში მოუგო. შემდეგი შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელ აზბეკ ნაგუჩოვთან ჰქონდა, ბრძოლა აქაც დიდი ხანი გაგრძელდა და საბოლოო ჯამში, დამატებითი დროის მეშვიდე წუთზე ლაშამ მეტოქე დაამარცხა. ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი შავდათუაშვილმა შეხვედრა უზბეკ ტურაევთან დათმო.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, 2021 წელს კი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ქართველის ანგარიშზეა ასევე 2013 წელს ევროპის პირველობის ოქროს მედალი. ლაშა მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, ვისაც სამივე ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.