ლაშა შავდათუაშვილის პირველი გამარჯვება თბილისის გრანდ სლემზე #1TVSPORT
ლაშა შავდათუაშვილის პირველი გამარჯვება თბილისის გრანდ სლემზე #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს 11 ქართველი ძიუდოისტი გამოვა საასპარეზოდ.

73კგ-ში პირველი შეხვედრა ჩაატარა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა ლაშა შავდათუაშვილმა. ქართველი ძიუდოისტი კორეელ კანგს დაუპირისპირდა და მეტოქე გაფრთხილებებით დაამარცხა. ჩვენი ნაკრების დანარჩენი წევრებიდან ჯერ მხოლოდ რეგინა უთნელიშვილი გამოვიდა, რომელიც ფრანგ დეკეტერთან რამდენიმე წამში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

წინასწარი შეხვედრები 11:30-ზე დაიწო. ფინალური ბლოკი 17:00-ზე. შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებულად იასპარეზეს.

60 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ახალგაზრდა ძიუდოისტები თემურ ნოზაძე და გიორგი სარდალაშვილი დაუპირისპირდნენ.

დაძაბულ ორთაბრძოლაში უფრო გამოცდილმა ნოზაძემ, დამატებითი დროის მეოთხე წუთზე ლამაზი გდებით გაიმარჯვა და თბილისის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. 66 კგ-ში ვერცხლის მედალი ახალგაზრდა გიორგი თუთაშვილმა მოიპოვა. ქართველს ფინალში ტრავმის გამო არ უჭიდავია. ამავე წონაში მესამე ადგილზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა. ტურნირზე გამომსვლელი ქალებიდან ეთერ ლიპარტიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელმაც მედლისკენ მიმავალ გზაზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დარია ბილოდიდი დაამარცხა.