ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია, გიორგი ტერაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე დღეს 73 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი ფინალში იაპონელ კენ ოიოშის შეხვდა და დამატებით დროში დაამარცხა.

შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელ ლომბარდოსთან იჭიდავა 19 წლის გიორგი ტერაშვილმა, რომელმაც მეტოქეს ლამაზი გდებით სძლია.

რამდენიმე წუთში თბილისის გრანდ სლემის ფინალში ვიხილავთ ტატო გრიგალაშვილსაც, რომელიც ოქროს მედლისთვის კორეელ ლის დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე პრესტიჟული გათამაშების პირველი დღის შემდეგ ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი იყო.