ლაშა შავდათუაშვილი შოჰეი ონოსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა [ვიდეო]
ლაშა შავდათუაშვილი შოჰეი ონოსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა [ვიდეო]

ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ჯერ ავსტრალიელი კალვინ კნოესტერი დაამარცხა, შემდეგ კი ემირატების სახელით მოასპარეზე მოლდოველ ვიქტორ სცვორტივს აჯობა იპონით. მეოთხე წრეში ლაშას მეტოქე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი შოჰეი ონო იყო.

იაპონელი წონის ფავორიტად მიიჩნევა და აღნიშნული სტატუსი მან ლაშასთან ორთაბრძოლაშიც გაამართლა. ბრძოლის დაწყებიდან წუთი და 45 წამი იყო გასული, როდესაც ონომ იპონით გაიმარჯვა, შავდათუაშვილი ასპარეზობას გამოთიშა, თავად კი მედლისკენ სვლა განაგრძო.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობდნენ, ხოლო 52 კგ. წონით კატეგორიაში კი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი. სამწუხაროდ, მედლის მოპოვება, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.