ლაშა შავდათუაშვილი - პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის ვიბრძოლებ [ვიდეო] #1TVSPORT
ლაშა შავდათუაშვილი - პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის ვიბრძოლებ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიიდან საქართველოში დაბრუნდა. ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის აეროპორტში პირველ არხთან კომენტარი გააკეთა:

„ამ შედეგით უზომოდ ბედნიერი ვარ. გულდასაწყვეტია ფინალის დათმობა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს სპორტია. ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლიც ძალიან ბევრს ნიშნავს. სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც დიდი შრომა გიფასდება. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში, მომზადებაში. მივულოცავ მთელს საქართველოს, მადლობა გულშემატკივარს“.

ლაშამ სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა:

„სპორტულ კარიერას გავაგრძელებ. ვიბრძოლებ, რომ მოვხვდე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე და იქაც არაფერს დავაკლებ წარმატებისთვის.“

დატოვე კომენტარი