ლაშა შავდათუაშვილი მეოთხედფინალშია - თბილისის გრანდ სლემზე მამაკაცები წაუგებლად ასპარეზობენ [ვიდეო] #1TVSPORT
ლაშა შავდათუაშვილი მეოთხედფინალშია - თბილისის გრანდ სლემზე მამაკაცები წაუგებლად ასპარეზობენ [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს რვა მამაკაცი და სამი ქალი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა საასპარეზოდ, რომელთაგანაც ჯერჯერობით ყველა მამაკაცი აგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას.

73 კგ-ში მეორე შეხვედრა ჩაატარა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა ლაშა შავდათუაშვილმა. ქართველი ძიუდოისტი ბრაზილიელ კოდას დაუპირისპირდა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა.

 

თბილისის გრანდ სლემზე გამომსვლელი ჩვენი ნაკრების მამაკაცი წევრებიდან ყველა წაუგებლად ჭიდაობს.

გიორგი ჩიხელიძის მოგება

 

დიმიტრი გოჩილაიძის მოგება

 

ფრიდონ გიგანის მოგება

 

ტურნირზე სამი ქალი ძიუდოისტი – 63 კგ – რეგინა უთნელიშვილი, მარიამ ციხელაშვილი, 70 კგ – ინდირა სილაგაძე პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ და შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

წინასწარი შეხვედრები 11:30-ზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 17:00-ზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი