ლაშა შავდათუაშვილი ჩხუბის თაობაზე გავრცელებულ ცნობას სიცრუეს უწოდებს
ლაშა შავდათუაშვილი ჩხუბის თაობაზე გავრცელებულ ცნობას სიცრუეს უწოდებს

გავრცელებულ ინფორმაციას იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ტურნირზე ქართველ ძიუდოისტებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ ლაშა შავდათუაშვილი გამოემხაურა და განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ოფიციალური განცხადება ქართველმა ძიუდოისტმა საკუთარი ფესიბუკის საშუალებით გაავრცელა.

„მოგესალმებით გულშემატკივრებო, მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას ჩხუბთან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ოსაკას გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერ მივიღე (სტილი დაცულია) ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს შავდათუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრები ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ოსაკადან თბილისში დაგეგმილზე ადრე დაბრუნდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი საქართველოში დაბრუნების მიზეზი ნაკრების წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირება იყო.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილს წონა ჩაბარებული ჰქონდა და 24 ნოემბერს გასამართი შეხვედრებისთვის ემზადებოდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მისი ტურნირზე გამოუცხადებლობის მიზეზად ტრავმა დაასახელა.