ლაშა შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს მედლების მოსაპოვებლად ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც წარმატებულად გამოსვლას მხოლოდ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) აგრძელებს.

თავის მეორე შეხვედრაში ლაშამ მონღოლი ოდბაიარ განბაატარი დამატებით დროში იპონით დაამარცხდა და მეოთხედფინალში გავიდა. 81 კგ-ში დღეს გამომსვლელი ორი ახალგაზრდა ძიუდოისტი – გიორგი შერაზადიშვილი და ზაურ დვალაშვილი შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლისმედალოსანი გახდა, ამავე წონაში ახალგაზრდა თემურ ნოზაძე კი მესამე ადგილზე გავიდა.

დატოვე კომენტარი