ლაშა ოდიშარიამ ლატვიაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - ქართველი ლეგიონერი მატჩის MVP გახდა #1TVSPORT
ახალგაზრდულ ნაკრებში წევრმა, ლაშა ოდიშარიამ ლატვიის ვირსლიგაში გაიბრწყინა და „რიგის ფეხბურთის სკოლას“ (რფს) „ლიეპაიას“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:1.
ოდშარია მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 48-ე წუთზე მისი შესანიშნავი გადაცემით დარკო ლემაიჩმა რფს დააწინაურა, ხოლო 88-ე წუთზე თავად ოდიშარიამ გაიტანა, შედეგად მაღალი შეფასება, 9.1 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ლიეტუვის A ლიგაში კი „კაუნო ჟალგირისმა“ სტუმრად „შიაულიაი“ ქართველების დახმარებით 3:2 დაამარცხა – ანტონ თოლორდავამ შეუცვლელად ითამაშა და მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა. „კაუნოს“ სასტრატო შემადგენლობაში იყო თემურ ჩოგაძეც და მან 67 წუთი ითამაშა.