ლაშა ოდიშარია ლატვიის სუპერთასის მფლობელია #1TVSPORT
ლაშა ოდიშარია ლატვიის სუპერთასის მფლობელია #1TVSPORT

ლაშა ოდიშარიას „რიგის ფუტბოლ სკოლა“ (რფს) ლატვიის სუპერთასისთვის „რიგას“ დაუპირისპრდა, 3:1 დაამარცხა და წლის პირველი ტიტულის მფლობელი გახდა.

გასული წლის ნოემებრში რფს-მ ლატვიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამას გარდა, გუნდმა წარმატებით ითამაშა კონფერენს ლიგაზე, სადაც მთავარ ეტაპამდე გასვლა მოახერხა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი რფს-ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა.

ანგარიში 36-ე წუთზე იანის იკაუნიეკსმა გახსნა, 73-ე წუთზე მოქმედი ჩემპიონის უპირატესობა სედრიკ კუადიომ გაზარდა, სამ წუთში დმიტრი ზელენკოვმა მესამე გოლი გაიტანა. „რიგის“ შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე რეგზას ანგარიშზეა.