ლაშა ოდიშარია ლატვიის ჩემპიონმა წარადგინა #1TVSPORT
ლაშა ოდიშარია ლატვიის ჩემპიონმა წარადგინა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“, რომელმაც 2024 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო, კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა – გუნდის ახალგაზრდა შემტევი ლაშა ოდიშარია კარიერას ლატვიის ჩემპიონ „რიგას რფს“-ში გააგრძელებს.

„ლაშა ოდიშარია კარიერას „რიგა რფს“-ში გააგრძელებს. წარმატებას ვუსურვებთ ლაშას მომავალ საფეხბურთო თავგადასავალში“, – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.

„ლატვიის ჩემპიონმა „რიგასმა“ „დინამო თბილისიდან“ 21 წლის გარემარბი ლაშა ოდიშარია სატრანსფერო თანხის საფასურად შეიძინა. ნიჭიერ ფეხბურთელს მარცხენა ფეხით შესანიშნავი დარტყმა აქვს. ყველაზე ხშირად ის თამაშობს მარჯვენა ფლანგერის პოზიციაზე. კლუბმა ფეხბურთელთან 3+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა“, – წერია ლატვიური კლუბის ცნობაში.

ლაშა ოდიშარია 21 წლისაა. „დინამოს“ აკადემიის აღზრდილმა პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯი 2021 წელს მარტვილის „მერანში“ გადადგა, 2022 წლიდან კი „დინამოში“ დაბრუნდა.

ლატვიელთა ახალწვეული „დინამოსთან” ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, არის საქართველოს სუპერთასის მფლობელიც. 2023 წელს ოდიშარიამ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ხუთი მატჩი ჩაატარა. ეროვნული ლიგის გასულ სეზონში კი მან 34 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.