ლაშა ოდილაძე - დვალს გერმანიაში და თურქეთში იწვევენ, აზიაში წასვლა კი არ სურს #1TVSPORT
საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან საქართველოს ნაკრებისა და აპოელ-ის მცველის, ლაშა დვალის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
„პირადად რამდენიმე მენეჯერი დამიკავშირდა, რომელთაც დვალის ამბავი აინტერესებდათ. ლაშას თურქული და ევროპული ქვეყნების კლუბები იწვევენ. მოლაპარაკებები ახალი წლის შემდეგ დაიწყება და მეტი ინფორმაცია გვექნება, რომელი წინადადებაა რეალური.
ბევრი შეთავაზებაა, ევროპიდან და არაევროპული ქვეყნებიდან, მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაც დამიკავშირდნენ, მაგრამ ჩვენ ისეთ ჩემპიონატში გადასვლაზე ვფიქრობთ, საიდანაც ნაკრებში მოხვედრა უფრო შესაძლებელი იქნება. ლაშა აზიაში თამაშზე ჯერ არ ფიქრობს. აპოელ-თან კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს და ვნახოთ, რა მოხდება.
თუ კარგი ევროპული კლუბი გამოჩნდება, დავფიქრდებით. იყო შეთავაზება გერმანიიდანაც. საჩქარო არაფერია, რადგან აპოელ-ი ევროთასებზე თამაშობს და ეს თავისთავად ძალიან კარგია ფეხბურთელისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშობს“.