ლაშა ხუციშვილი - მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას
ლაშა ხუციშვილი - მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას

მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას, – წერს „ფეისბუქში“ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

„მსურს, გამოვეხმაურო ჩვენი ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით და ძალისხმევით გაფორმდა მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის. ერთმნიშვნელოვნად, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ, ვფიქრობ, ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას. მადლობა საქართველოს მეგობრებს – ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, კარლ ჰარცელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს, ამ შეთანხმების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.