ლაშა კასრაძე ყაზახურ სიმბოლურშია - ქართველმა მეორე შედეგი აჩვენა
ლაშა კასრაძე ყაზახურ სიმბოლურშია - ქართველმა მეორე შედეგი აჩვენა

ლაშა კასრაძე ყაზახეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში გამოარჩიეს. მისმა გუნდმა, ტალდიყორღანისჟეტისუმ“ საკუთარ მოედანზე პავლოდარის „ირტიში“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ლაშა კასრაძემ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა. მან თავი ისე გამოიჩინა, რომ 28 წლის ცენტრალური მცველი ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ InStat Index-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

პავლოდარის „ირტიშის“ წინააღდეგ ლაშა კასრაძემ ყველა კომპონენტში კარგად ითამაშა – გადაცემების 90 პროცენტი ზუსტი აღმოაჩნდა, სამი სუფთა ართმევა, ორთაბრძოლების 88 პროცეტი მოიგო და თავით ბრძოლა შვიდჯერ ჯერ მოიგო. ამავე დროს, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ მისი დინამიური დრიბლინგი და გადაცემა, რომლის შემდეგაც მეტოქის კარში ბურთი გავიდა. ქართველი ცენტრალური მცველის მარგი ქმედების კოეფიციენტის InStat Index-ის მიხედვით, 285 აღმოჩნდა“, – ასე დაასაბუთა ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში კასრაძის დასახელება.

აღსანიშნავია, რომ InStat Index-ის მიხედვით, კასრაძეზე მაღალი შეფასება (305) მხოლოდ მის თანაგუნდელ ერმეკ კუანტაევს აღმოაჩნდა.

28 წლის კასრაძე ყაზახეთში წელს, თებერვალში „სამტრედიადან“ გადავიდა. ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ დაასახელა.