ლაშა კასრაძე ყაზახეთში ითამაშებს - „შუქურა“ „სამტრედიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ლაშა კასრაძე ყაზახეთში ითამაშებს - „შუქურა“ „სამტრედიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურა“ კიდევ ერთმა მოთამაშემ დატოვა – გამოცდილი მცველი ლაშა კასრაძე კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში, კლუბ „ჟენისში“ განაგრძობს – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

32 წლის გამოცდილმა მცველმა კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო. მერე იყო აზერბაიჯანში (აზალ-ი, „ინტერი“) გატარებული სამი წელი. 2016 წელს საქართველოში ბოლნისის „სიონსა“ და „სამტრედიაში“ ითამაშა. 2018-2019 წლები ყაზახურ „ჟეტისუსა“ და „თარაზში“ გაატარა. 2020 წლიდან კი კვლავ საქართველოში დაბრუნდა და „ტორპედოში“, „სამტრედიასა“ და „შუქურაში“ გამოდიოდა.

ქობულეთის „შუქურა“ სეზონის განახლებისთვის ემზადება და ამხანაგურ შეხვედრაში „სამტრედიასთან“ 1:3 დამარცხდა. „სამტრედიიდან“ გოლები ლევან ხმალაძემ, ახალწვეულმა თორნიკე ახვლედიანმა და ვანო ჩარგეიშვილმა გაიტანეს, ხოლო ქობულეთელთაგან – ლუკა ასათიანმა.

მორიგ საკონტროლო მატჩს ქობულეთის „შუქურა“ ხობის „კოლხეთის“ წინააღმდეგ 18 ივლისს გამართავს.