ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა ინგლისში, ქალაქ საუთჰემპტონში, „სენტ მერის“ სტადიონზე პროფესიონალურ კრივში მეოთხე შეხვედრა გამართა და ინგლისელი ლიამ დილონი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
გურულისა და დილონის შეხვედრა რვა რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ქართველი სრულად დომინირებდა, მან მეტოქეს არცერთ კომპონენტში მისცა შანსი.
29 წლის გურულისთვის პროფესიონალურ კრივში ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო. მისი დებიუტი 2025 წელს ქალაქ რუსთავში შედგა.