ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში პირველი ბრძოლა გამართა და ბერნარდ აბეი დაამარცხა #1TVSPORT
ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში კარიერაში ჩატარებული პირველი ბრძოლა მოიგო. რუსთავში გამართულ Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე გურულმა განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა.
ბრძოლა ექვსი რაუნდი გაგრძელდა. პირველ ორ რაუნდში განელი უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მესამე რაუნდიდან ლაშა გურული ძალიან დამაჯერებელი იყო და მსაჯებმა მას გამარჯვება ერთსულოვნად მიანიჭეს.
ბერნარდ აბეის პროფესიონალთა შორის აქამდე ხუთი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ხუთივე – მოგებული.
28 წლის ლაშა გურულმა 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიადაზე კრივში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.