ლაშა გურული ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ იასპარეზებს #1TVSPORT
ლაშა გურული ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ იასპარეზებს #1TVSPORT

სერბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში ქართველი მოკრივე ლაშა გურული ნახევარფინალში ვერ იასპარეზებს. მეოთხედფინალში კუბელ მოკრივესთან ორთაბრძოლისას ლაშამ შუბლის ძვლის ტრამვა მიიღო, რის გამოც ტურნირზე მონაწილეობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.

ქართველი მოკრივე მკურნალობას საქართველოში ჩაიტარებს. ლაშა მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მეორე ქართველი მოკრივე სახილ ალახვერდოვი კი ხვალ ნახევარფინალურ ორთაბრძოლას გამართავს და გარანტირებულ ბრინჯაოს მედალზე უკეთესი სინჯის მედლისთვის იბრძოლებს.