ლაშა გურული პროფესიულ კრივში შემდეგ ბრძოლას 7 თებერვალს გამართავს #1TVSPORT
ლაშა გურული პროფესიულ კრივში შემდეგ ბრძოლას 7 თებერვალს გამართავს #1TVSPORT

ლაშა გურული პროფესიულ კრივში თავის მესამე ბრძოლას 7 თებერვალს ინგლისში, ქალაქ ლივერპულში ჩაატარებს.

29 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე ნიკარაგუის წარმომადგენელი ბრანდონ რივერა იქნება. 21 წლის სპორტსმენს პროფესიულ კრივში 5 გამარჯვება, ერთი ფრე და ერთი მარცხი აქვს.

ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი პირველი ბრძოლა 2025 წლის მარტში ჩაატარა. მან ქალაქ რუსთავში გამართულ Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა, ხოლო ივლისში ლონდონში, უემბლის სტადიონზე ჯეიმს ფრენსისს სძლია.

ქართველმა მოკრივემ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.