ლაშა გურული პროფესიულ კრივში მომდევნო ბრძოლას ლიამ დილონის წინააღმდეგ ჩაატარებს #1TVSPORT
ლაშა გურული პროფესიულ კრივში მომდევნო ბრძოლას 20 ივნისს, ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში ლიამ დილონის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ქართველი მოკრივესთვის ეს ბრძოლა პროფესიონალთა დონეზე მეოთხე იქნება – გურულმა წინა სამი შეხვედრა მოიგო.
რაც შეეხება მის მეტოქეს, 30 წლის ლიამ დილონი ინგლისელია. მას კარიერაში 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 16 მოიგო. ბოლო შეხვედრა მან მიმდინარე წლის თებერვალში გამართა და გაიმარჯვა.
ლაშა გურული 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია.