ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში მომდევნო შეხვედრას 20 ივნისს გამართავს #1TVSPORT

10:15, 18.06.2026

20 ივნისს ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში მორიგ ორთაბრძოლას ჩაატარებს. ის საუთჰემპტონში, „სენტ-მერის“ სტადიონზე ინგლისელ ლიამ დილონს შეერკინება.

30 წლის დელონს პროფესიონალთა შორის 22 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 16 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მოკრივისთვის ეს კარიერაში რიგით მეხუთე პროფესიონალური მატჩი იქნება – აქამდე გამართული ოთხივე დაპირისპირება გურულის გამარჯვებით დასრულდა.

29 წლის გურული რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.

მსგავსი