ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში მომდევნო შეხვედრას ჰიუი უილსონთან ჩაატარებს #1TVSPORT

16:31, 08.09.2026

ქართველი მოკრივე ლაშა გურული რინგს უბრუნდება. იგი მორიგ შეხვედრას 26 სექტემბერს, ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ჩაატარებს, სადაც მისი მეტოქე ინგლისელი ჰიუი უილსონი იქნება.

26 წლის ბრიტანელ მოკრივეს პროფესიონალურ კარიერაში სულ 13 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 11-ში გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. მოგებული შეხვედრებიდან უილსონმა 9-ჯერ მსაჯთა გადაწყვეტილებით აჯობა მეტოქეს, ორჯერ კი ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა. რაც შეეხება წაგებებს, ინგლისელი ბილი პიკლზთან (17 მოგება, 1 მარცხი) და ჰაშიმ რეჰმანთან (8 მოგება, 1 მარცხი) დამარცხდა.

30 წლის ლაშა გურულს პროფესიონალთა შორის ოთხი შეხვედრა აქვს გამართული, მან ოთხივე მოიგო.

მსგავსი