ლაშა გუჯეჯიანი - ლოგიკიდან გამომდინარე, მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდივე წონაში მედალს ვგეგმავთ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანთან. იგი უგნდს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზაებს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში ტაშკენტში გაიმართება.

„საქართველოს ნაკრებში ვარსკვლავური შემადგენლობაა შეკრებილი. ყველა ტურნირზე საბრძოლველად მივდივართ. შედეგებს კი რეალობიდან გამომდინარე ვისახავთ. დღეს, ლოგიკიდან გამომდინარე, მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდივე წონაში მედალს ვგეგმავთ. რა სინჯის იქნება, ეს ჩემპიონატის შემდეგ გამოჩნდება.

ეს გადაჭარბებული ნათქვამი არ არის. გუნდს დაუმტკიცებია, რომ აქვს ამის პოტენციალი. ინდივიდუალურადაც ყველას დაუმტკიცებია და უბრალოდ ლოგიკა არ არსებობს ყველა წონაში მედალი არ დაიგეგმოს“.