ლაშა დვალს აზერბაიჯანში იწვევენ - „ყარაბაღმა“ აპოელ-ს წინადადებით მიმართა #1TVSPORT
ლაშა დვალს აზერბაიჯანში იწვევენ - „ყარაბაღმა“ აპოელ-ს წინადადებით მიმართა #1TVSPORT

ლაშა დვალის შეძენა აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღს“ სურს – ინფორმაციას აზერბაიჯანული ვებგვერდი nocomment.az ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, „ყარაბაღი“ კოლუმბიელი ლეგიონერისა და გუნდის კაპიტნის, კევინ მედინას ტრავმის შემდეგ ცენტრალური მცველის შეძენით დაინტერესდა.

ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანის ჩემპიონი აპოელ-ის ქართველ მცველს აკვირდება. კლუბში აცხადებენ, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით ნიქოზიურ კლუბს უკვე დაუკავშირდნენ.

„აზერბაიჯანის ჩემპიონმა კევინ მედინას შემცვლელი შეარჩია – ლაშა დვალი, რომელიც ახლა ნიქოზიის აპოელ-ში თამაშობს. „ყარაბაღმა“ 28 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერზე კვიპროსელებს ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა და ამჟამად აპოელ-ის პასუხს ელის. Transfermarkt-ზე მოთამაშის საბაზრო ღირებულება 700 ათასი ევროა.

აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში დვალი თამაშობდა ლატვიის, გერმანიის, პოლონეთის, თურქეთისა და უნგრეთის კლუბებში“, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

თუმცა, როგორც კვიპროსული რადიო sport fm-ი იუწყება, აპოელ-ის ოფისს ქართველი ცენტრალური მცველის შესახებ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია.