ლაშა დვალმა ბულგარეთის ჩემპიონატში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ლაშა დვალმა ბულგარეთის ჩემპიონატში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

ლაშა დვალმა პირველად ითამაშა სოფიის ცსკა 1948-ში, რომელმაც საშინაო შეხვედრაში თანაქალაქელი „სლავია“ 3:1 დაამარცხა.

დვალი მოედანზე 8 ივნისის შემდეგ პირველად გავიდა. მაშინ საქართველოს ნაკრების რიგებში კაბო ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდა. მიუხედავად ამისა, ქართველი მცველი ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

სადებიუტო მატჩში დვალი საიმედოდ გამოიყურებოდა და თავი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა. მე-16 წუთზე მან მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი ბრაზილიელ თავდამსხმელს, ელიას ფლანკოს გადააწოდა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

ბულგარეთის ჩემპიონატში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ ცსკა 1948-ს 16 ქულა აქვს და ლიდერ „ლევსკის“ 3 ქულით ჩამორჩება.