ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას აპოელ-მა კონკურენტი „ანორთოსისი“ დაამარცხა #1TVSPORT
ქართველების აპოელ-ი კვიპროსის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტს, „ანორთოსისს“ დაუპირისპირდა და პრინციპული შეხვედრა 1:0 მოიგო.
აპოელ-ის მწვრთნელმა, სა პინტუმ გიორგი ქვილითაიაც და ლაშა დვალიც ძირითად შემადგენლობაში ათამაშა. გუნდის კაპიტანმა, ქვილითაიამ მოედანი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დატოვა. მანამდე, 72-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.
თამაშის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა და ამაში ქართველი ფეხბურთელიც მონაწილეობდა. 83-ე წუთზე „ანორთოსისის“ ნახევარმცველმა, სერხიო ტეხერამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, ამით ნიქოზიელებმა სწრაფად ისარგებლეს. ქვილითაიას განვითარებული შეტევა 89-ე წუთზე ტომანემ დააგვირგვინა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
მასპინძელთა მიერ გატანილი გოლის შემდეგ გულშემატკივრებმა მოედანზე სხვადასხვა ასაფეთქებელი ისროლეს, თამაში დროებით შეწყდა, მაგრამ საბოლოოდ დასრულება მაინც მოხერხდა.
აპოელ-მა 18 ტურის შემდეგ 42 ქულა დააგროვა, კვიპროსის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ანორთოსისთან“ უპირატესობა (37) ხუთ ქულამდე გაზარდა.