ლაშა დვალის პასით გიორგი ქვილითაიამ გაიტანა და აპოელ-მა სტუმრად ქულა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში დიდი პაუზის შემდეგ გაიტანა და აპოელ-ს სტუმრად ლიმასოლის „აპოლონთან“ ქულა მოუტანა – 2:2.

კვიპროსის სუპერლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ორივე ქართველი ფეხბურთელი, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს.

პირველი ტაიმი „აპოლონის“ სცენარით წარიმართა და მოქმედმა ჩემპიონმა შესვენებამდე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – 2:0. ანგარიში 32-ე წუთზე ისრაელ კოლიმ გახსნა, ხოლო ოთხ წუთში მასპინძელთა უპირატესობა ნიგერიელმა მცველმა, ელოჰორ ეკპოლომ გაზარდა.

ანგარიში 47-ე წუთზე მარკინოსმა შეამცირა. ქვილითაიამ, რომელმაც გუნდს უკაპიტნა, 90+6-ე წუთზე ლაშა დვალის გადაცემის შემდეგ ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და გუნდს ქულა მოუტანა.

17 ტურის შემდეგ აპოელ-მა 39 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ანორთოსისს“ კი ხუთი ქულით ასწრებს.