ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონია
ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონია. „ფერენცვაროშმა“ ოქროს მედლები გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე მოიპოვა.

30-ე წუთზე, ბუდაპეშტის „ფერენცვაროშმა“ თანაქალაქელი „ჰონვედი“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი 31-ედ გახდა.

სამწუხაროდ, წლევანდელი სეზონი ლაშა დვალისთვის იღბლიანი არ გამოდგა – მან გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, რადგან ტრავმირებული იყო.

საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველი პოლონური „პოგონიდან“ უნგრეთის ცნობილ კლუბში, 2019 წლის იანვარში გადავიდა. პოლონური პრესის ცნობით, ბუდაპეშტის „ფერენცვაროშმა“ ტრანსფერში 500 000 ევრო გადაიხადა.

სეზონის შემდეგ გუნდს მთავარი მწვრთნელი, ახლო წარსულში ცნობილი უკრაინელი ფორვარდი სერგეი რებროვი დატოვებს და სამუშაოდ, სავარაუდოდ თურქეთში გადავა.