ლაშა დვალი ისევ უგუნდოდაა - საქართველოს ნაკრების მცველი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს #1TVSPORT
ლაშა დვალი ისევ უგუნდოდაა - საქართველოს ნაკრების მცველი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს #1TVSPORT

ლაშა დვალი ისევ უგუნდოდაა, დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკება კი დროებით შეჩერებულია – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან  ფეხბურთელის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.

„იყო შეთავაზებები ევროპული და არაბული კლუბებიდან, მაგრამ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები შეჩერებულია, ლაშა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ვნახოთ, რა იქნება“.

საქართველოს ნაკრების მცველი თამაშობდა ინგლისის პრემიერლიგის „რედინგში“, ლატვიურ „სკონტოში“, თურქულ „ქასიმფაშაში“, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „დუისბურგში“, ვროცლავისშლიონსკში“, პავლოდარისირტიშში“, პოლონურ „პოგონ შჩეცინში“ და უნგრულ „ფერენცვაროშში“, ხოლო 2022 წლიდან კვიპროსის კლუბ აპოელ-ში გამოდიოდა.

დვალი საქართველოს ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს, რომლის ფორმითაც 45 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. არის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.