ლაშა დვალი - „ფერენცვაროშის“ წევრობით ბედნიერი და ამაყი ვარ #1TVSPORT
ლაშა დვალი - „ფერენცვაროშის“ წევრობით ბედნიერი და ამაყი ვარ #1TVSPORT

ლაშა დვალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა – საქართველოს ნაკრებისა და უნგრული „ფერენცვაროშის“ მცველი ზედიზედ მესამედ უნგრეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას გამოეხმაურა.

„ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონობა. არავის არაფერი მოუცია, ყველაფერი თავად მოვიპოვეთ! ამ გუნდის წევრობით ბედნიერი და ამაყი ვარ. დიდი მილოცვა გუნდის გულშემატკივრებს! ეს ჩემპიონი გუნდია. ღმერთი დიადია“, – წერს ლაშა დვალი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ცენტრალურმა მცველმა კარიერა 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც ინგლისური „რიდინგის“ ფეხბურთელი გახდა და კარიერული წინსვლის რეალური შანსი ჰქონდა. მაგრამ შრომის ვიზა ვერ მიიღო, ამიტომ იჯარით ჯერ რიგის „სკონტოში“ (2013–2015) გადავიდა, ხოლო შემდეგ – თურქულ „ქასიმფაშაში“ ითამაშა (2014–2015). მან გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზა ვერც ამის შემდეგ მიიღო და იძულებული გახდა, გუნდთან კონტრაქტი გაეწყვიტა.

2015 წელს დვალი გერმანულ „დუისბურგში“ ჩაირიცხა, ასევე ითამაშა პოლონეთში – ვროცლავისსლასკსში“ (2016–2017), შჩეცინისპოგონში“ (2017–2018), ყაზახურ პავლოდარისირტიშში“ (2017), ხოლო უნგრეთის „ფერენცვაროშში“ 2019 წლიდან თამაშობს და გუნდის ფორმით ჩატარებულ 55 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ლაშა დვალს უთამაშია საქართველოს ასაკობრივ გუნდებში: 17-წლამდელთა, 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებებში. 2015 წლიდან სისტემატურად იწვევენ საქართველოს ნაკრებში, რომლის ფორმითაც 20 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

25 წლის მცველი უნგრეთის ჩემპიონი 2019, 2020 და 2021 წლებში გახდა. მანამდე იყო ლატვიის ვიცე-ჩემპიონი (2013), ლატვიის თასის (2014) და ლატვიის სუპერთასის ფინალისტი (2013).