ლაშა დვალი - მრავალი მიზეზის გამო ჩემპიონი „აპოელი“ გახდება #1TVSPORT
ლაშა დვალი - მრავალი მიზეზის გამო ჩემპიონი „აპოელი“ გახდება #1TVSPORT

„აპოელის“ ქართველი მცველი ლაშა დვალი ლიმასოლის „აპოლონთან“ შეხვედრამდე კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა და სხვა საკითხებთან ერთად 10 აპრილს დაგეგმილი მატჩის მოგების და ჩემპიონის ტიტულის მოპოვების იმედი გამოთქვა.

„ჩვენი მეტოქე – „აპოლონი“ ძლიერი გუნდია, მაგრამ პლეი ოფში პირველ გამარჯვებას ველოდებით. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ჩემპიონები ჩვენ გავხდებით. ამას მრავალი მიზეზის გამო ვამბობ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა „აპოლონთან“ მატჩამდე.

„აპოელი“, სადაც ლაშა დვალთან ერთად გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ, 62 ქულით ჩემპიონატის ლიდერია. ლარნაკელებს მცირე სხვაობით „არისი“ (60) ჩამორჩება, მესამე ადგილზე კი ლარნაკას აეკ-ია (58). ამიტომ ლიმასოლის „აპოლონთან“ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. კვიპროსის პირველი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფში ქართული სამეულის გუნდი „აპოლონს“ 30-ე ტურში საკუთარ სტადიონზე მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.